Queen და ტინა ტერნერი Grammy-ის ლაურეატები გახდნენ

ჯგუფი Queen და მომღერალი ტინა ტერნერი განსაკუთრებული ღვაწლისთვის "გრემის" ჯილდოს ლაურეატები გახდნენ, - ამის შესახებ 112.ua იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ჯილდოს ასევე მიიღებენ ხალ ბლეინი, ნილ დაიმონდი, ლუი ჯორდანი, მომღერალი ემილი ხარისი და ჯგუფი The Meters

მედიის ცნობით, დაჯილდოების ძირითადი ცერემონია 28 იანვარს გაიმართება. ღონისძიებაზე ლეიდი გაგა და Pink იმღერებენ.