მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მივიდა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილი უწყებაში ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.

როგორც ექს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის კანონმორჩილი მოქალაქეა და ამიტომ, გამოცხადდა დაკითხვაზე, თუმცა დასძინა, რომ "ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რათა პოლიტიკურ საქმიანობაში ხელი შეუშალონ".

"მე ვესწრები ყველა დაკითხვას, ვაწერ ხელს სხვადასხვა საბუთს, ვესწრები ყველა სასამართლო პროცესს, თუმცა ყველანი სისულელეებით ვართ დაკავებულები. ათასი სისულელით ვართ დაკავებული, იმის მაგივრად რომ საქმეს მივხედოთ, ხოლო უკრაინის ხელისუფლება ჩვენ "გვაბოლებს", - აღნიშნა სააკაშვილმა.