პრინც ჰარის საცოლემ, ყველა სოციალური ქსელიდან საკუთარი ანგარიშები წაშალა

პრინც ჰარის საცოლემ, მსახიობმა მეგან მარკლიმ ყველა სოციალური ქსელიდან საკუთარი ანგარიშები წაშალა, - ამის შესახებ US Weekly იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, მსახიობმა ანგარიშები Facebook-ის, Twitter-ისა და Instragram-ის გვერდებიდან არის წაშლილი.

მედიის ცნობით, პრინც ჰარის საცოლე სოციალურ ქსელებში თავისი ძაღლების და მოგზაურობების ფოტოებს დებდა.

"მის მარკლი მადლობას უხდის ყველას, ვისაც გამოწერილი ჰქონდა მისი გვერდები სოციალურ ქსელებში რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ის ბოლო პერიოდის განმავლობაში აღნიშნული ანგარიშებით აღარ სარგებლობდ, მან მიიღო გადაწყვეტილება ისინი წაეშალა", - აღნიშნავენ კენსინგტონის სასახლეში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი მეგან მარკლი და პრინც ჰარი მიმდინარე წელს 19 მაისს იქორწინებენ. ქორწინების ცერემონია ვინძორის სასახლეში გაიმართება.