
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციისას დაკავებულ შოაიფ ბორზიევსა და 26 ნოემბერს ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს წინასწარი პატიმრობის ვადა 22 თებერვლამდე გაუგრძელა.
მოსამართლემ წინასასამართლო სხდომის 16 იანვრის ნაცვლად, 22 თებერვალს ჩატარების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, რაც ავტომატურად გულისხმობდა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვას. მოსამართლემ ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ გააუქმა.
ბრალდების მხარე აღნიშნავს, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითი და რთულია და სწორედ ამის გამო ითხოვეს დამატებითი ვადა.
დაკავებული შოაიფ ბორზიევი ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი პირია.
ზურაბ გორნაკაშვილს ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან, მათ შორის შოაიფ ბორზიევთან კავშირი და დახმარება ედება ბრალად. გამოძიების ინფორმაციით, გორნაკაშვილი თურქეთის ქალაქ ხოფაში პირადად ჩავიდა და დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები მანქანით თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან მიიყვანა.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
პოეტ რატიანის დაკავების კადრები
ტიტანიკის გადაღებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა - ვიდეო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |