მერილ სტრიპმა რობერტ დენიროს სცენაზე აკოცა

ნიუ-იორკში ამერიკის კინოკრიტიკოსთა ასოციაციის დაჯიდლოვების ცერემონია გაიმართა, სადაც მერილ სტრიპმა  გამარჯვება წლის საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში მოიპოვა.

„ოსკარისა“ და „ოქროს გლობუსის“ მრავალგზის მფლობელმა მსახიობმა სცენაზე ასვლისას ემოციები ვერ შეიკავა და რობერტ დენიროს ტუჩებში აკოცა. ამ ვნებიანი კოცნის ფოტო ბევრად უფრო რეზონანსული გახდა, ვიდრე თავად დაჯილდოვების შედეგები ან წითელი ხალიჩა.

რობერტ დენიროსა და მერილ სტრიპს 5 ფილმზე აქვთ ერტად ნამუშევარი. თუმცა ლეგენდარულმა მსახიობებმა ფილმში წყვილი მხოლოდ 1978 წელს გადაღებულ The Deer Hunter-სა და 1984 წელს გადაღებულ Falling In Love-ში განასახიერეს.  ისინი უახლოესი მეგობრები არიან.