ჰიუ გრანტი მეხუთე შვილს ელოდება

ჰიუ გრანტი მის ორსულ შეყვარებულთან, ანა ებერშტაინთან ერთად, 6 იანვარს, ლოს-ანჯელესში შენიშნეს. შემდეგ კი წყვილი ერთად ოქროს გლობუსის წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ.

გრანტი და შვედი პროდიუსერი, რომელიც 39 წლისაა, 2 წლის გოგოსა და 5 წლის ბიჭის მშობლები არიან. გარდა ამისა, ჰიუს კიდევ 2 შვილი ჰყავს ტინგლან ჰონგისგან – 6 წლის ტებითა და 5 წლის ფელიქსი.

ჰონგი და ებერშტაინი ერთდროულად იყვნენ ორსულად. ისე გამოვიდა, რომ სულ რაღაც 15 თვეში, უშვილო ჰიუ, 3 ბავშვის მშობელი გახდა.