პოლონეთის მთავრობამ აბორტის ლიბერალიზაციის კანონპროექტი დაბლოკა

პოლონეთის მმართველმა, კონსერვატიულმა  პარტიამ  აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ  მისი გამკაცრებული ვერსია წარადგინა დასამტკიცებლად.

კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა, რომელიც ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვის გაუქმებას გულისხმობს. 

მმართველმა  პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია.

პოლონეთში 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი  დასაშვებია მხოლოდ გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.