ამიერიდან შრი-ლანკაზე ქალებს ალკოჰოლის შეძენა აღარ ეკრძალებათ

შრი-ლანკის ხელისუფლებამ 18 წელზე უფროსი ქალებისთვის ალკოჰოლის მიყიდის აკრძალვის შესახებ კანონი გააუქმა, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ქალებისთვის ალკოჰოლის შეძენის ამკრძალავი კანონი შრი-ლანკაში 60 წელზე მეტია მოქმედებდა. 

მედიის ცნობით, კანონის გაუქმება ასევე ითვალისწინებს შემდეგი სახის ცვლილებებს: ყველა ქალი, რომელსაც ექნება სურვილი იმუშავებს ისეთ ადგილებში, სადაც ალკოჰოლი იყიდება, მათ ექნებათ ამის შესაძლებლობა და მთავრობის ნებართვა აღარ დასჭირდებათ. 

აღსანიშნავია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც "კანონი დისკრიმინაციულად ჩათვალა და დაასკვნა, რომ მსგავსი კანონი ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის".  

ცნობისთვის, კანონი, რომლის თანახმადაც ქალებს ალკოჰოლური სასმელების ყიდვა ეკრძალებოდათ, ქვეყანაში 1955 წელს შემოიღეს.