ჰარვი ვაინშტაინს რესტორანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)

ჰოლივუდის ცნობილ პროდიუსერს ჰარვი ვაინშტაინს არიზონის შტატში ერთ-ერთ რესტორანში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, - ამის შესახებ TMZ იუწყება და აღნიშნულის ამსახველ ვიდეო მასალასაც ავრცელებს. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ვიდეო რესტორნის სტუმარმა გადაიღო. ვიდეოს დასაწყისში ახალგაზრდა კაცი ვაინშტაინს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და რესტორნიდან მის წასვლას მოითხოვს. ამის შემდეგ კი მან პროდიუსერს სილა ორჯერ გაარტყა.

შეგახსენებთ, რომ ოქტომბერში ვაინშტაინის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. მას 50-ზე მეტი ქალი ედავება.