თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ

პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს  დაკრძალავენ.

მაჩალიკაშვილი გუშინ გარდაიცვალა.

ექიმის თქმით, გამთენიისას მდგომარეობა უკიდურესად გართულდა და მისი გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა, დღეს დილით იგი გარდაიცვალა.