თემირლან მაჩალიკაშვილი დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაჭრილი, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ის გუშინ, წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, რომ 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. როგორც სუს-ში განაცხადეს, მაჩალიკაშვილს ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა უნდოდა და მის მიმართ გასროლა სწორედ ამიტომ განხორციელდა. დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, ხოლო მოგვიანებით წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში გადაიყვანეს. თემირლან მაჩალიკაშვილი ორი კვირის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ოჯახი მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით ევროპისა და თურქეთის რამდენიმე კლინიკასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. გუშინ, მაჩალიკაშვილის თურქეთის "კოჩის" კლინიკაში გადაყვანა გადაწყდა, თუმცა მისი გარდაჩენა ვერ მოხერხდა.

 4 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოოპერაციის საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

 სუს-ის პრესსამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, ვიდეოკადრებში ჩანს ტერორიზმის ბრალდებით დაკავებულ და ლიკვიდირებულ პირებს შორის კავშირი. აღსანიშნავია, რომ კადრებში ასევე თემირლან მაჩალიკაშვილიც ფიგურირებს.