საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ჩამოვარდნა აფეთქებამ გამოიწვია

 პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის მარცხენა ფრთა რამდენიმე აფეთქების შედეგად განადგურდა, -  ამის შესახებ ავიაკატასტროფის საგამოძიებო ჯგუფმა განაცხადა.

გამოძიების მიხედვით მარცხენა ფრთაში სულ მცირე 3 აფეთქება მოხდა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე ლაინერის კორპუსის დაზიანების ოფიციალურ მიზეზად ხესთან შეჯახება სახელდებოდა.

ავიაკატასტროფის ტექნიკური ანგარიში მიმდინარე წლის აპრილში იქნება მზად, თუმცა  ის სრულყოფილი არ იქნება  - მასში ახალი თეზისები დაემატება.

შეგახსენებთ, 2010 წელს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავი „ტუ- 154“ სმოლენსკის აეროდრომზე დაშვების დროს ჩამოვარდა. შედეგად დაიღუპა 96 ადამიანი, მათ შორის, პოლონეთის მთავრობის მაღალჩინოსნები.