
დღეს ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის მიხეილ მესხის დაბადების დღეა.
ფეხბურთელმა 356 ჩატარებული მატჩიდან 76-ჯერ აიღო მეტოქის კარი. თამაშობდა, როგორც თავდამსხმელის, ასევე ნახევარმცველის პოზიციაზე. იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების შეადგენლობაში. არის 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და 1960 წლის ევროპის ერთა თასის გათამაშების მონაწილე.
1998 წელს მესხი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ და საქართველოს მე-20 საუკუნის „საოცნებო გუნდის“ წევრად დაასახელეს.
აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, 1969-91 წლებში, მიხეილ მესხი მუშაობდა სპეციალიზირებული საბავშვო საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ მწვრთნელად და დირექტორად.
ლეგენდარული ფეხბურთელი 1991 წლის 22 აპრილს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
თბილისის ლოკომოტივის სტადიონი სწორედ მის სახელს ატარებს. 2014 წელს კი, მისი სახელობის სტადიონზე მისი ბრინჯაოში ჩამოსხმული ძეგლიც გაიხსნა.


აქცია წინასწარი დაკავების იზოლატორთან სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს


ქართველი ტანმოვარჯიშეს, სალომე ფაჟავას ბრწყინვალე გამოსვლა
რიკი მარტინმა და მისმა მეუღლემ ჟურნალისტებს სახლი დაათვალიერებინეს
500 მეტრის სიმაღლიდან დანახული ახალი წლის თბილისი
პოეტ რატიანის დაკავების კადრები
ტიტანიკის გადაღებიდან ზუსტად 20 წელი გავიდა - ვიდეო
ამერიკული დოლარი | 2.46 | 0.00000 | |
ევროპული ევრო | 2.68 | 0.00000 | |
რუსული რუბლი | 0.03 | 0.00000 | |
ბრიტანული ფუნტი | 3.41 | 0.00000 |