ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები გამოავლინა

ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია სანტა მონიკაში გაიმართა. 

კრიტიკოსთა რჩეული რეჟისორი გილერმო დელ ტორო გახდა. მისი ნამუშევარი  „shape on the water“ წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

კრიტიკოსთა რჩეულები წლის საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში - გარი ოლდმანი და ფრენსის მაკდორმანდი გახდნენ.

საუკეთესო ტელე შოუს კატეგორიაში ჯილდო "HBO"-ს სერიალს  „big little lies“ –ს გადაეცა. ამავე შოუში შესრულებული როლებისთვის კრიტიკოსებმა ნიკოლ კიდმანი, ალექსანდრ სკარსგარდი და ლორა დერნი დააჯილდოეს.