Critic Choice Awards –ის გამორჩეული კაბები

ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია სანტა მონიკაში გაიმართა. 

ოქროს გლობუსის გადაშავებული წითელი ხალიჩის შემდეგ, ჰოლივუდის ვარსკვლავები ფერად კაბებში მოგვევლინენ. 

მოდის კრიტიკოსებმაც არ დააყოვნეს და საუკეთესოდ ჩაცმული ვარსკვლავებიც დაასახელეს:

 

სარა ჰაილენდი ნამდვილ თოჯინას გავდა ჰაემ ხანის შავ–თეთრ კაბაში

ძალიან ელეგანტური იყო ლორი მეტკალფი;

უმშვენიერესი ანჯელინა ჯოლი Ralph & Russo–ს კაბაში;

მერი ჯ. ბლაიჯი ვივიენ ვესტვუდის კაბაში;

გალ გადოტმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავ, საოცრად გამოიყურებოდა;

 

ძალიან ლამაზი კაბა ეცვა დაიან კრიუგერს;

ჯესიკა ბილი ოსკარ დელარენტას კაბაში;

კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა ელიზაბეტ მოსის ჩაცმულობამაც.