ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალაშობაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს პატიმრობა შეუფარდა.

ბაკურაძე სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

შეგახსენებთ, რომ გრიგოლ ბაკურაძე 22 წლის დეა გოშხეთელიანმა ძალადობაში დაადანაშაულა. გოშხეთელიანის თქმით, ყოფილი მეუღლე მას და მამამისს 3 იანვარს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.  

ამის შემდეგ, გრიგოლ ბაკურაძე დააკავეს, თუმცა მაშინ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.