ექიმი: დონალდ ტრამპი სრულიად ჯანმრთელია

ექიმმა, რომელმაც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობა გამოიკვლია, განაცხადა, რომ ის „სრულიად ჯანმრთელია“, - ამის შესახებ The Guardian იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტობის დროს ტრამპს სამედიცინო გამოკვლევა პირველად ჩაუტარდა.

"პრეზიდენტის ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა, რომელიც გუშინ მერილენდის შტატში, სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარდა, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა. პრეზიდენტს საუცხოო ჯანმრთელობა აქვს", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

The Guardian წერს, რომ სამშაბათს ექიმი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.