„რუსთავი2“-ის ინფორმაციით, ტერორიზმის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, რომლის ვინაობაც არ ხმაურდება, საქართველო დატოვა

„რუსთავი2“  აჰმედ ჩატაევის  საქმის შესახებ ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს. კურიერის ინფორმაციით, მათ მოიპოვეს ვიდეომასალა, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილთან, ასლანბეგ სოლტახმედოვთან და შოაიფ ბორზიევთან ერთად კიდევ ერთი პირი ჩანს, რომლის სახეც სუს-ის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში დაფარულია.

„რუსთავი2“-ის  ინფორმაციით, უცნობი პირი არც ლიკვიდირებულებს და არც დაკავებულებს შორის არააა.

კურიერის ცნობითვე, ის ერთ-ერთი ბრალდებულია, რომელიც სამართალდამცველებს გაექცათ.

„ კონფიდენციალური წყაროს ცნობით, მან საქართველოს სარფის საბაჟო პუნქტის გავლით დატოვა.

ტერორიზმის საქმეზე დაკავებულ რამაზ მარგოშვილის მეუღლე ამტკიცებს, რომ ჩატაევის დაჯგუფების წევრები პანკისის ხეობაში შარშან ჩავიდნენ და ადგილობრივებს ტურისტებად გაეცნენ“,-ნათქვამია „რუსთავი2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.