პატრიარქის თანამოსაყდრე: ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის  თანამოსაყდრის მეუფე შიოს თქმით, ადამიანი სიყრმიდანვე უნდა  ზრუნავდეს თავის სულიერ წინადაცვეთაზე.

პატრიარქის თანამოსაყდრემ ტაძარში შეკრებილ მრევლს და საქართველოს მოსახლეობას ძველით  სტილით ახალი წელი მიულოცა და მათ ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა.

„ადამიანი სიყრმიდანვე უნდა ზრუნავდეს თავის სულიერ წინდაცვეთაზეც. წინდაცვეთაზე, როგორც ცოდვების მოკვეთაზე, ცუდი აზრების, არა წმინდა გულის თქმების, ამაო სურვილების და მისწრაფებების მოკვეთაზე. ეს არის გზა ქრისტიანული. ამიტომ ვინათლებით ჩვენ, ამიტომ შევდივართ ახალ აღთქმის ეკლესიაში, რომ შევუერთდეთ უფალს და გადარჩეს ჩვენი სული“,-აღნიშნა მეუფე შიომ.