მიხეილ სააკაშვილს მალდივის კუნძულებზე დასვენებას კიევის ციხეში ჯდომა ურჩევნია

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მალდივის კუნძულებზე დასვენებას კიევის ციხეში ჯდომა ურჩევნია, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

„კიევის თოვლი ჩემთვის უფრო მშობლიურია, ვიდრე სხვა ყველაფერი. იმ შემთხვევაშიც, თუ ერთი წლით მალდივის კუნძულებზე გამიშვებენ, მირჩევნია აქ, ციხეში ვიჯდე. ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, კიევში დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე, სხდომა 26 იანვრისთვის გადაიდო.