ლონდონის აეროპორტში British Airways-ის მთვრალი პილოტი დააკავეს

ლონდონის პოლიციამ, ავიაკომპანია British Airways-ის პილოტი თვითმფრინავის აფრენამდე რამდენიმე წუთით ადრე სიმთვრალის გამო დააკავა, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, პოლიცია თვითმფრინავის მგზავრებმა გამოიძახეს, რომლებმაც განაცხადეს, რომ პილოტს ალკოჰოლის მძაფრი სუნი ჰქონდა.

მედიის ცნობით, British Airways-ის თვითმფრინავი რეისით 2063 ლონდონიდან მავრიკის კუნძულებზე მიემგზავრებოდა. ბორტზე 300 მგაზვრი იმყოფებოდა. რეისი ამ ინციდენტის გამო 2 საათით გადაიდო, თუმცა მოგვიანებით წარმატებით შესრულდა.