ხორვატიაში საბავშვო წიგნი გამოიცა, სადაც ერთნაირსქესიანთა ოჯახებია დახატული

ხორვატიაში საბავშვო წიგნში პირველად დახატეს ერთნაირსქესიანთა ოჯახები. ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

წიგნს "ჩემი ცისარტყელა ოჯახი" ჰქვია. მასში პატარა გოგოს ორი მამა ჰყავს, ხოლო ბიჭს ორი დედა. 

ხორვატიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაკანონებული არ არის, ამიტომაც ლგბტ-თემისა და მათი მომხმრეებისთვის, ეს წიგნი წინ გადადგმული ნაბიჯია.

ორგანიზაცია Vigilare-მ  წიგნს "ჰომოსექსუალობის პროპაგანდა" უწოდა და განათლების მინისტრთან, ბლაზენკა დივიაკთან ღია წერილი გააგზავნა, სადაც წიგნის გაყიდვებიდან დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვდა. 

თუმცა, მინისტრმა მათ უპასუხა, რომ მშობლებს აქვთ უფლება განსაზღვრონ რომელი წაიკითხონ შვილებმა და რომელი არა.