მსოფლიოს საუკეთესო ქვეყნების სია გამოქვეყნდა

ამერიკულმა ჟურნალმა US News & World Report-მა, საუკეთესო ქვეყნების სია გამოაქვეყნა.

პირველ ადგილზე შვეიცარია გავიდა, მეორეზე  კანადა, ხოლო მესამეზე გერმანია. სამწუხაროდ, ამ სიაში საქართველო ვერ მოხვდა.

ქვეყნებს რესურსების რაოდენობის, ეკონომიკის, გავლენისა და სამხედრო შეიარაღების ხარისხის მიხედვით აფასებდნენ. 

საუკეთესო ქვეყნების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. შვეიცარია;
  2. კანადა;
  3. გერმანია;
  4. დიდი ბრიტანეთი;
  5. იაპონია;
  6. შვედეთი;
  7. ავსტრალია;
  8. აშშ;
  9. საფრანგეთი;
  10. ნიდერლანდები.