ქუინსი ჯონსის თქმით, მას ივანკა ტრამპთან რომანი ჰქონდა

ლეგენდარული მუსიკოსის ქუინსი ჯონსის თქმით, ის წლების წინ ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილს, ივანკა ტრამპს ხვდებოდა. 

84 წლის მუსიკოსმა განაცხადა, რო ივანკა საკმაოდ „ცხელი“ იყო. 

ვარსკვლავის თქმით, ეს ყველაფერი დაახლოებით 12 წლის ხდებოდა. ერთ დღეს, მისმა ახლო მეგობარმა, ტომი ჰილფიგერმა განაცხადა, რომ მისის ტრამპს მასთან ვახშმობა სურდა და მანაც ეს შანსი ხელიდან არ გაუშვა. 

„მას აქვს ყველაზე ლამაზი ფეხები, რაც კი ოდესმე მინახავს, თუმცა მამამისი დიდი არაფერია. დონალდი ნარცისიზმითა და განდიდების მანიით არის შეპყრობილი. ვერ ვიტან მას“, – განაცხადა მუსიკოსმა. 

ქუინსი ჯონსი სამჯერ იყო დაქორწინებული. სხვადასხვა ქალებისგან მას 7 შვილი ჰყავს.

არსებობს ინფორმაცია, რომ ჯონსს რომანი ნაომი კემპბელთანაც ჰქონდა.