მსოფლიოს ყველაზე განათლებული ქვეყნები გამოვლინდნენ

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნდა, სადანაც განათლების დონე ყველაზე მაღალია. შესაბამისი სია ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. 

OECD-ს ინფორმაციით, განათლების დონის გასარკვევად კვლევის დროს 25-დან 64 წლამდე ადამიანები გამოკითხეს. 

აღსანიშნავია, რომ კვლევაში გაითვალისწინეს არა მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე ადამიანების გამოკითხვა. ანუ გამოკითხვა მონაწილეობა მიიღეს იმ ადამიანებმაც, ვისაც სულ ცოტა 2-წლიანი კურსები ჰქონდათ გავლილი - პროფესიული განათლების მიღების მიზნით.

ყველაზე განათლებული ქვეყნების ათეული ასე გამოიყურება: 1. კანადა 56.27%;  2. იაპონია 50.50%
3. ისრაელი 49.90%; 4. კორეა 46.86%; 5. გაერთიანებული სამეფო 45.96%; 6. აშშ 45.67%; 7.    ავსტრალია 43.74%; 8. ფინეთი 43.60%; 9. ნორვეგია 43.02%; 10. ლუქსემბურგი 43.86%