საუდის არაბეთში ქალებს გამომძიებლად მუშაობის უფლება მისცეს

საუდის არაბეთში ქალებს მიეცემათ უფლება გამომძიებლის პოსტი დაიკავონ, - ამის შესახებ Arabnews იუწყება. 

მედიის ცნობით, გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი კონკურსი უკვე გამოაცხადა, 

მედია საშუალების ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ საუდის არაბეთის მოქალაქეობის და უმაღლესი განათლების მქონე ქალები შეძლებენ. გასაუბრების გარდა, კონკურსანტებმა ტესტები უნდა ჩააბარონ და ფიზიკური მომზადება გაიარონ. 

ცნობისთვის, 13 იანვარს ქალები ფეხბურთის მატჩს პირველად დაესწრნენ. გასული წლის 26 სექტემბერს კი, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა განაცხადა, რომ 2018 წლის ივნისიდან ქალები მართვის მოწმებების მიღებას და ავტომანქანების კანონიერად მართვას შეძლებენ. აღსანიშნავია, რომ შესაბამის რეფორმებს, რომლებიც ქალების დასაქმებას ითვალისწინებს, საუდის არაბეთის მეფის ინიციატივით ახორციელებენ. რეფორმების მიზანია, საუდის არაბეთში უფრო მეტი ქალის დასაქმება განხორციელდეს და ასევე მათი მგომარეობა უფლებების მხრივ გაუმჯობესდეს.