14 თებერვალს საქართველოს ტერიტორიაზე ამინდი გაუმჯობესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფირმაციით, ხვალ,  14 თებერვალს, საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება წვიმა, მთაში თოვლი.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში დღის საათებში +8, +13 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

დღეს კი, საქართველოს მთელ  ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი.