მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის და თანხას ქველმოქმედებას მოახმარს (ვიდეო)

მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის, გაყიდვის შედეგად  მიღებულ თანხას კი, ქველმოქმედებას მოახმარს.  შესაბამისი ვიდეო მან თავად გამოაქვეყნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს ეს მანქანა (ჯიპი) და ჩემი მანქანა არის ეს (რენოს მარკის),  რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფიელბს ჩემს მოთხოვნილებას და რომელიც 19 წლისაა. გადავწყვიტე, გავყიდო ეს მანქანა (ჯიპი) და აქედან ამოღებული თანხა მოვახმარო ეკლესიის, მონასტრის მშენებლობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, რომლებსაც განსაკუთრებით სჭირდებათ ფინანსური დახმარება.ღმერთმა დაგლოცოთ“,-აცხადებს სასულიერო პირი.