ჩინეთში დაცვის თანამშრომლებად რობოტები იმუშავებენ

ჩინეთში დაცვის თანამშრომლებად რობოტები იმუშავებენ, - ამის შესახებ Mirror იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, რობოტები 4 კამერით არიან აღჭურვილნი და სპეციალური სენსორების მეშვეობით, შეუძლიათ შენობაში ტემპერატურის, დაკვამლიანებისა და ტენიანობის ცვლილების დაფიქსირება, რის შემდეგაც განგაშის სიგნალს სპეციალურ სამსახურს უგზავნიან. 

შემქმნელები ამაყობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული რობოტები არასდროს დააგვიანებენ, არ გახდებიან ავად და სამსახურში არ დალევენ. 

მედიის ცნობით, თითო რობოტის ღირებულება £46 ათასს შეადგენს და სამწლიანი გარანტია მოჰყვება. შემქმნელების მტკიცებით, რობოტების საბაზრო და შენახვის ღირებულება ადამიანების შრომის ანაზღაურებაზე ბევრად ნაკლებია. მისი მოვლის ღირებულების გათვალისწინებით, საათში რობოტის მომსახურება £2.75 ჯდება.

ცნობისთვის, რობოტები ამერიკულმა კომპანიამ, Gamma 2-მა შექმნა. ამ ეტაპისთვის, კომპანიამ სულ 10 რობოტი დაამზადა.