ლეილა აბაშიძე ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში მოათავსეს

მსახიობი ლეილა აბაშიძე ხეჩინაშვილის კლინიკაში იმყოფება. 

ტელეკომპანია „იბერიის“ ინფორმაციით, სახალხო არტისტი ტვინის იშემიური ინსულტის დიაგნოზით, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ექმების თქმით, მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილის განცხადებით, დღეს შეიკრიბება ექიმთა კონსილიუმი, სამკურნალო გეგმებზე სასაუბროდ.

„ქალბატონი ლეილა რამოდენიმე დღის წინ შემოიყვანეს კლინიკაში. დღეს 16:00 საათზე შეიკრიბება კონსილიუმი და გადაწყვეტენ სამომავლო სამოქმედო გეგმას“, - განაცხადა დავით ოქიტაშვილმა.