სამყაროში წითურების emoji-ც გამოჩნდა

2018 წლის ახალი გამოსახულებების სია გამოქვეყნდა, რომელიც 150 სხვა ემოჯისთან ერთად, წითურთა ემოჯისაც მოიცავს.

2015 წელს, წითურმა შოტლანდიელთა ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რომლის მიხედვით , ემოჯის სამყაროს მათი გარეგნობის ამსახველი სიმბოლოს დამატებას ითხოვდნენ.

3 წლის შემდეგ, პეტიცია დაკმაყოფილდა და ახლა წითურების ემოჯი ყველა სქესით და კანის ფერით შეგვიძლია ვიხილოთ.