დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო

პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა შვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო. ის ღუდუშაურის კლინიკიდან რეანომობილით ამწუთებში გადაჰყავთ ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეგაშაშვილის ცხედარია დასვენებული.

დოდო გუგეშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნონ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.