გერმანიის ზოგიერთ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახდება

ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გერმანიის 5 ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო ხდება, - ამის შესახებ DW იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ევროკავშირი გერმანიას ეკოლოგიური მდგომარეობის გამო აკრიტიკებს. სწორედ ამიტომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქვეყნის 5 ყველაზე დაბინძურებულ ქალაქში საზოგადოებრივი ტრანპოსტი უფასო გახადოს.

მედიის ცნობით, მთავრობაში ფიქრობენ, რომ ამ გზით, ადამიანები საკუთარი ავტომობილის გამოყენებაზე უარს იტყვიან, რაც ჰაერზე დადებითად აისახება.

საწყის ეტაპზე 5 ქალაქი შეირჩა: ბონი, ესენი, რეუტლინგი, მერჰეიმი და ჰერბერგი რომელიც შტუტგარდის, გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ქალაქის სიახლოვეს მდებარეობს.