ქართველი მოსწავლე გლობალური ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალშია

ქართველი მოსწავლე ნიკოლოზ ბრეგვაზე გლობალური ინოვაციების კონკურსის ნახევარფინალშია. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ის გვერდზე ავრცელებს. 

„ნიკოლოზ (ნიკი) ბრეგვაძე სკოლის მოსწავლეებისთვის ელექტრონული განათლების სერვისის იდეით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ინოვაციების კონკურსში, GIST Net-ში მოხვდა და გამარჯვებისათვის თქვენი ხმა სჭირდება“- ნათვამია საელჩოს განცხადებაში. 

კონკურსში 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობს და 10 ფინალისტი ხმათა უმრავლესობით გამოვლინდება. ამისთვის კი ამ გვერდზე: http://www.gistnetwork.org/content/vote  ხმა უნდა მივცეთ. 

ხმის მიცემა 22 თებერვლამდე 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.