დოდო გუგეშაშვილი: ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი

პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი  მიიჩნევს, რომ მისი შვილის მკვლელობა  პოლიტიკას არ უკავშირდება. 

„ ეს არ ეხება პოლიტიკას, მე არ შემიძლია სპეკულაციები, ვინმესთვის რომ შვილი მომეკლა, ვიტყოდი, ღმერთმა მომიზღო-მეთქი“,-განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა ძმის სახლში, სადაც მისი შვილის ცხედარია დასვენებული.

გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს.

ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში ცოტა ხნის წინ რეანომობილით გადაიყვანეს. მას თან ექიმები ახლავს.

გუგეგაშაშვილს დღეს საავადმყოფოში დააბრუნებენ, ხვალ კი შვილის დაკრძალვას დაესწრება.

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.

აღნიშნული წარმოადგენს "პირველი ნიუსი-საქართველოს" ინფორმაციას, გავრცელების შემთხვევაში, მიუთითეთ წყარო

ფოტოს ავტორი: ეკატერინე გაფრინდაშვილი