დოდო გუგეშაშვილი: ყველა ფრაგმენტს ვიხსენებ გონებაში და ვერ ვხვდები, ვის უნდოდა ეს და რატომ

"შენს თავს და შენს სიცოცხლეს ვფიცავ, ისე არ წავალ ამ ქვეყნიდან, შენი მკვლელი რომ არ ვიპოვო",-შეჰფიცა გარდაცვლილ შვილს დოდო გუგეშაშვილმა.

„მაგრად ვარ, ნუ გეშინიათ!“,-ასე ამხნევებდა დოდო გუგეშაშვილი მეგობრებსა და ახლობლებს.

დოდო გუგეშაშვილმა 7 თებერვალს  მომხდარი მკვლელობა კიდევ ერთხელ აღწერა.

როგორც ირკვევა, დოდო გუგეშაშვილს მკვლელობის ვერსია არ აქვს:

„ყველა ფრაგმენტს ვიხსენებ გონებაში და ვერ ვხვდები, ვის უნდოდა ეს და რატომ“,-ამბობდა დოდო გუგეშაშვილი.

აღნიშნული წარმოადგენს პირველი ნიუსი-საქართველოს ინფორმაციას, გავრცელების შემთხვევაში, მიუთითეთ წყარო

ცნობისთვის, გუგეგაშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ დღეს შეატყობინეს.

ის ღუდუშაურის საავადმყოფოდან ძმის სახლში, სადაც ნოდარ გუგეშაშვილის ცხედარია დასვენებული, რეანომობილით მიიყვანეს. მას თან ექიმები ახლდნენ.

გუგეგაშაშვილი  საავადმყოფოში  უკვე დააბრუნეს.  

შეგახსენებთ, დიღმის მასივში, გუგეშაშვილების ოჯახზე თავდასხმა  7 თებერვალს მოხდა. შედეგად მოკლულია  ნოდარ გუგეშაშვილი, ხოლო დოდო გუგეშაშვილი მძიმედ დაიჭრა. დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით მიმდინარეობს.