პოლონეთი სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს

პოლონეთი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს არ განიხილავს. ინფორმაციას   ოფიციალური უწყებების პრესამსახურებზე დაყრდნობით "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მედია საშუალების ინფორმაციით, სააკაშვილის ექსტრადირებაზე საქმეს არც პოლონეთის გენერალური პროკურატურა და არც ვარშავის საოლქო პროკურატურა აწარმოებს.

 მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ქართულმა მხარემ პოლონეთს 2017 წლის აგვისტოში მიმართა.