პაკისტანი ალაჰისადმი მორჩილების გამომხატავ რიტუალზე ტრანსგენდერ მოზარდებს პირველად გაუშვებს

პაკისტანის ისტორიაში პირველად, პაკისტანელი ტრანსგენდერი მოზარდები საუდის არაბეთში გაემგზავრებიან, სადაც ისინი მოხალისებიის რანგში ჰაჯის რიტუალში მიიღებენ მონაწილეობას, - ამის შესახებ Express Tribune იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ტრანსგენდერებს ორგანიზაციის სხვა წევრებთან ერთად შეარჩევენ, რის შემდეგაც ისინი ფიზიკურ მომზადებას გაივლიან. ამის შემდეგ შედგენილი სია რელიგიის სამინისტროს გადაეგზავნება.

მედიის ცნობით, თითო პროვინციიდან 2-3 ტრანსგენდერი იქნება შერჩეული. სულ 3 პროვინციაზეა საუბარი. 

შეგახსენებთ, პაკისტანი ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც მესამე სექსი ოფიციალურად აღიარა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შესაბამისი აღნიშვნით გაცემა დაიწყო.

ცნობისთვის, ჰაჯი არაბული სიტყვაა და მექაში პილიგრიმობას ნიშნავს. მექაში ყოველწლიურად 2 მილიონი ადამიანი ჩადის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ჰაჯი მაჰმადიან ხალხთა სოლიდარობის დემონსტრაცია და მათ მიერ ალაჰისადმი (ღმერთისადმი) მორჩილების გამოხატვაა.