შშმ პირები იმპორტირებული მანქანის შეძენისას სააქციზო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, პირადი გამოყენებისთის იმპორტირებული მანქანის შეძენისას აქციზის გადასახადისგან გათავისუფლდებიან.

შესაბამისი ინიციატივა ფინანსთა მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.

შშმ პირებს აქციზისგან გათავისუფლებული ავტომობილების შეძენა 3 წელიწადში ერთხელ შეეძლებათ.

„გვაქვს ინიციატივა, რომელიც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის პირთათვის პირადი გამოყენებისთვის, იმპორტირებული ავტომობილების გათავისუფლებას სააქციზო გადასახადებისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა ჩემი შეფასებით. ადაპტირებული მანქანების საბაზრო ღირებულება არის ძალიან მაღალი, და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, სრულად გავათავისუფლოთ სააქციზო გადასახადისგან. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც სჭირდებათ აღნიშნული ავტომობილების შეძენა, მათ ექნებათ საშუალება, აქციზისგან გათავისუფლებული ავტომობილები 3 წელიწადში ერთხელ შეიძინონ", - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან,  ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთი ინიციატივის თანახმად, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში  ავტომობილის რეექსპორტის შემთხვევაში,  პირს 50%-ის ნაცვლად,  გადახდილი აქციზის 100% აუნაზღაურდება.

"ალბათ იცით, რომ გასულ წელს კარგი სტატისტიკა დაგვიფიქსირდა მანქანების რეექსპორტის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი ადამიანია დაკავებული ამ საქმიანობით. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კიდევ უფრო გავამარტივოთ და ხელი შევუწყოთ აღნიშნულ სექტორს. გვაქვს ინიციატივა, რომ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში გაფორმდება საექსპორტო რეჟიმში, ანუ მოხდება ავტომობილის რეექსპორტი, იმპორტის სასაქონლო ოპერაციიდან 15 დღეში ავუნაზღაურებთ გადახდილი აქციზის 100%-ს. აქამდე ჩვენ 50%-ს ვანაზღაურებდით. ეს არის მნიშნელოვანი ცვლილება, რაც აძლიერებს საქართველოს პოზიციებს ამ ბიზნესსექტორში. ძალიან ბევრი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული და ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივის შედეგად, კიდევ უფრო გაიზრდება ამ დარგში ჩვენი მეწარმეების კონკურენტუნარიანობა", - განაცხადა ბახტაძემ.

დამატებითი გადასახადისგან გათავისუფლდებ საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა ც.

"დამატებით წარვადგინეთ დღეს ექვსი ახალი ინიციატივა. საქართველოს საზღვრის ფარგლებში საჰაერო ხომალდებისთვის ტექნიკური მომსახურების გაწევა გვინდა გავათავისუფლოთ დამატებითი გადასახადისგან. მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ამავე დროს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი თავისუფალი ვაჭრობის და ასოცირების ევროკავშირის ხელშკერულებასთან, ვფიქრობთ,რომ აღნიშული შეღავათით მნიშვნელოვნად წავახალისებთ იმას, რომ საქართველო გახდეს რეგიონალური ჰაბი საჰაერო გადაზიდვების თვალსაზრისით და ამავე დროს ხელს შეუწყობს, რომ იმ კომპანიების, რომელბიც აწარმოებენ მომსახურების ექსპორტს, მათი საქმიანობის არეალი გაფართოვდეს", - განაცხადა ბახტაძემ.