ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდი აშენდა (ვიდეო)

ჩინეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვაო ხიდის აშენდა, - ამის შესახებ xinhuanet იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ხიდი ჰონგკონგს, ჩჟუხაის და მაკაოს ერთმანეთთან აკავშირებს. თებერვალში სახელმწიფო კომისიამ მისი გამოცდის დაწყება დაუშვა. 

მედიის ცნობით, ხიდი 55-კილომეტრიანია. ის 3 ხელოვნურ კუნძულს და წყალქვეშა გვირაბს აერთიანებს. ხიდის მშენებლობა 8 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 16 მილიარდი დოლარია.

მისი შემქნელების თქმით, ხიდს შეუძლია 8-ბალიან მიწისძვრას გაუძლოს. მისი ექსპლუატაციაში შესვლა 2018 წლის მეორე ნახევარში იგეგმება.