ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი იყო - დამწვარია 3 000 კვადრატული მეტრის ფართობი

გვიან ამით, თევდორე მღვდლის ქუჩაზე, ე.წ. თერგის ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 3 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ხანძრის გაჩენის შესაახებ ზარი 23:50 საათზე შევიდა. ადგილზე თავდაპირველად 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მივიდა, თუმცა ხანძრის მასშტაბებიის გამო ბაზრობის ტერიტორიაზე სულ 35 სახანძრო მუშაობდა. თითქმის 4 საათის განმავლობაში მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. მეორადების მაღაზიაში გაჩნდა და მესამე სართულზე იყო გავრცელებული. 

ადგილზე ასევე იმყოფებოდა ქალაქის მერი კახა კალძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი. მათივე განცხადებით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, ხოლო ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობდა. 

ამ ეტაპზე ხანძრის სალიკვიდააციო სამუშაოები მიმდინარეობს. 

მოვააჭრეების ნაწილი აცხადებს, რომ ხანძარის გაჩენა კონკრეტული პირების ინტერესებს ემსახურება. ისინი მიიჩნევენ, რომ ცეცხლი მიზანმიმართულად გააჩინეს. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ საქონელი დაზღვეული არ ჰქონდათ.