ძლიერი ქარის შედეგად თბილისში 14 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური-ს ცნობით, თბილისში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა 14 საცხოვრებელი სახლი, 13- ხე, 2 - გარე განათების ბოძი, 10 - ელექტრო სადენი, 5 - ავტომობილი, 4 გაზის ცენტრალური მილი, 5- სარეკლამო ბანერი.

საგანგებო სიტუაიების მართვის სამსახურში 9 მარტს 21:00 საათიდან 10 მარტის 08:00 საათის ჩათვლით არსებული ინფორმაციით სტიქიის შესახებ შემოსულია -58 ინფორმაცია. 

ძლიერმ ქარმა დააზიანა რეგიონები, მცხეთა-მთიანეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი; აჭარა- ქედა- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი; გურია-ლანჩხუთი- ჩამოწოლილია მეწყერი, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი,კახეთი - დაზიანდა 1 საცხოვრებელი სახლის სახურავი, იმერეთი - წყალტუბო- ჩამოშლილია მიწის მასა, წაქცეულია ხეები, ჩახერგილია გზის სავალი ნაწილი.