მეოცედ 20 ქულით!-ბორჯღალოსნებმა რუსეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხა

ბორჯღალოსნებმა "დათვებად" წოდებულ რუსეთის ნაკრებს 22-ე შეყრაზე მეოცედ მოუგო და მერვე სტუმრობაზე მეტოქე სარეკორდო სხვაობით დაამარცხა - 29:9! 

რუსებმა რაგბიში ქართველებთან გამარჯვება ერთადერთხელ, შორეულ 1993 წელს პირველ შეხვედრაში, სოპოტში (პოლონეთი) მოიპოვეს, მას შემდეგ მეოთხედი საუკუნე მიილია და აქტივში ერთადერთი ფრეღა ჩაიწერეს (2002), ბოლო 17 თამაში კი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.

წყარო: საქართველოს რაგბის კავშირი