თბილისში კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი მოკლეს

თბილისში, ტატიშვილის ქუჩაზე  კრიმინალური ავტორიტეტი გოგი ხატოევი მოკლეს. შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სმაინისტროში ამბობენ, რომ  61 წლის, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მამაკაცი,  საკუთარ სახლში  გარდაცვლილი იპოვეს.

მას სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნება.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.