ფილმმა „შავი პანტერა“ კინოთეატრებში გაქირავებიდან უკვე 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო

ფილმმა „შავი პანტერა“ კინოთეატრებში გაქირავებიდან უკვე 1 მილიარდი დოლარი შემოსავალი მიიღო. 

მარველის კომიქსების მიხედვით გადაღებული,  სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის პრემიერა 13 თებერვალს შედგა. 

ფილმში ისეთი ვარსკვლავები მონაწილეობენ, როგორიცაა ჩედუიკ ბოუზმენი, მაიკლ ბ. ჯორდანი, ლაპიტა ნაიონგი'ო, დენაი გურირა, მარტინ ფრიმენი, დენიელ კალუია, ანჯელა ბასეტი, ფორესტ უაითეიქერი და სხვები. 

IMDB-ის მონაცემებით,  აქამდე მილიარდზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 32 ფილმს აქვს.