სამყაროს შექმნასა და განვითარებაზე ვიდეორგოლი შეიქმნა

ამერიკელმა მუსიკოსმა და ვიდეომოყვარულმა ჯონ ბოსუელმა Youtube-ს საკუთარ გვერდზე ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელშიც ნაჩვენებია სამყაროს შექმნა და განვითარება.

10 წუთიან, საონტერესო და ლამაზ ვიდეორგოლში გამოყენებულია ღია წყაროების მედიამასალები, მათ შორის NASA-ს, Voyage of Timeს, Cosmic Voyage-ს, Wonders of the Universe-ს და სხვა.