თაკო ჩარკვიანი: ადამიანს,რომელიც თავს ქალად გრძნობს, რატომ უნდა ეწეროს პასპორტში - კაცი, ეს ტრაგედიაა

პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილი თაკო ჩარკვიანი  „ფეისბუქის“ გვერდზე ტრანსგენდერებთან დაკავშირებით „რუსთავი2“-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც ჩარკვიანი წერს, მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა ეწეროს ადამიანს პასპორტში-მამაკაცი, როდესაც ის თავს ქალად გრძნობს:

„ახლა ვუყურე PS-ში ძალიან მძიმე სიუჟეტს- ტრანსგენდერებზე. მართლა მაინტერესებს, ადამიანი,რომელიც თვლის, რომ ქალია და თავს გრძნობს ქალად ფიზიოლოგიურად თუ ფსიქოლოგიურად, დიდი სურვილი აქვს, რომ გაიკეთოს ოპერაცია და უსახსრობის გამო ვერ იკეთებს, მაინტერესებს, რატომ უნდა ეწეროთ მათ პასპორტში - მამაკაცი, მართლა მაინტერესებს- ჩემთვის სრულიად გაუგებარია- მე წამიკითხავს ფ.ბ_ში აზრი, რომ თითქოს მამაკაცის უფლებები, ხომ დაირღვევა თუ ( ამ ტიპის ადამიანი)მეგობარ კაცს გაიჩენსო- თუ საერთოდ სიცრუეზეა საუბარი, ამ და ამ ტიპის სიცრუეს კაცის და ქალის მხრიდან, ყოველთვის კანონი უნდა არეგულირებდეს- სიცრუე, მაშინაც და ყოველთვის მიუღებელია იმ ურთიერთობის დროს როცა არატრანსგენდერთან აქვს ურთიერთობა ადამიანს , ( ასე, რომ ეს ძალიან სუსტი არგუმენტია) ახლა კი , ასე ტრანგენდერიც დაუცველია და მამაკაციც ბატონო, ასე უფრო ცუდი არ არის? ამიტომ ემოციის გარეშე, გონივრულად კანონის მიხედვით შესანიშნავად დარეგულირდება- ნაკლებად დასაშანტაჟებელი იქნება " სხვა ქვეყნების უშიშროების" მიერ გარკვეული ადამიანები,( როგორც ცნობილია წლების მანძილზე ამას აკეთებდა უშიშროება, ) ვინაიდან მათ დაიცავთ კანონი, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანი, რომელიც იბრძვის ისე უნდა ოპერაციის გაკეთება ( სახლს ყიდის და რა ვიცი კიდევ რა) რადგან გრძნობს, რომ ქალია მართლა ქალი, მართლა ვერ ვიგებ რატომ უნდა ეწეროს პასპორტში კაცი- არ მესმის და რა ვქნა- ტრაღედიააა მართლა“,-წერს თაკო ჩაკრვიანი.