ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაშია

ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ინა გუდავაძე დიდი ბრიტანეთის ყველაზე მდიდარი ადამიანების სიაში მოხვდა. მის შესახებ, Forbes-ის ქართული გამოცემა წერს.

მისი ქონება Sunday Times-ს 650 მილიონ გირვანქა სტერლინგად აქვს შეფასებული. 

გამოცემა ყველაზე მდიდარი ბრიტანელების სიას ყოველწლიურად აქვეყნებს. 

ინა გუდავაძე 2017 წლის რეიტინგში ერთადერთი ქართველია. 2016 წლის რეიტინგში გუდავაძე 182-ე ადგილზე იყო.

ინა გუდავაძე ბრტანეთის ყველაზე მდიდარი ქალბატონების სიაში 32-ე ადგილს იკავებს, 2016 წელს კი 28-ე ადგილზე იყო, თუმცა წლიურად მისი ქონება არ შეცვლილა.