Givenchy-ს დამფუძნებელი იუბერ დე ჟივანში გარდაიცვალა

საფრანგეთში მოდის სახლის Givenchy დამფუძნებელი იუბერ დე ჟივანში 91 წლისა გარდაიცვალა. ის 10 მარტს საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 

იუბერ დე ჟივანში 1927 წლის 21 თებერვალს დაიბადა.

1945 წელს, ის პარიზში ხელოვნების ინსტიტუტში მოეწყო და 7 წლის შემდეგ საკუთარი გვარის მოდის სახლი დააარსა, რითაც თავისი დროის ყველაზე ახალგაზრდა მოდელიერი გახდა.