უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეჩერდა

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის წარმოება შეაჩერა. ამის შესახებ, ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა , რუსლან ჩერნოლუცკიმ  გაავრცელა.

მისი თქმით, დამტკიცდა, რომ პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისთვის წაყენებული ბრალდებები, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა.

პროკურატურის განმარტებით კი, გამოძიება  საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობის გამო შეჩერდა.

ტელეკომპანია NewsOne-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა გამოძიების განახლება და მისი უკრაინაში შეშვება მოითხოვა. 

"დღეს მივიღეთ უკრაინის გენერალური პროკურატურის დადგენილება საქმის შეჩერების შესახებ. ისინი ამბობენ, რომ თუ რამე მოხდება, მხოლოდ ნიდერლანდებთან თანამშრომლობის ფარგლებში. სიტუაცია მარტივია: ისინი ფსკერზე დაეცნენ. ახლა დამტკიცდა, რომ კურჩენკოსთან საუბარი არ ყოფილა, ეს იყო მონტაჟი, მე საქმის განახლებასა და უკრაინაში ჩემს შეშვებას ვითხოვ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.